ექსპერიმენტული წამალი, რომლის მიღების შემდეგ პაციენტებში Covid-19 აღარ პროგრესირებს
20/07/2020 09:12:13 მსოფლიო
ბრიტანელმა მეცნიერებმა კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ექსპერიმენტული წამალი SNG001 გამოსცადეს. წამალი იმ პაციენტებს მისცეს, რომელთაც ჯანგბადის მიწოდება ესაჭიროებოდათ.
კვლევის შედეგების თანახმად, კოვიდინფიცირებულთა 79%–ში დაავადება აღარ პროგრესირებდა. ამასთან, იმ პაციენტებიდან, რომლებიც ექსპერიმენტული მედიკამენტის გამოცდაში მონაწილეობდნენ, ვირუსით არც ერთი გარდაცვლილა.
SNG001 არის ბეტა-ინტერფერონის ინჰალირებული ფორმულირება, რომელიც წარმოებულია ფარმაცევტული კომპანიის "Synairgen" მიერ.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 609 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 657 000–ს გადააჭარბა, 8 744 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1039-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


