Accentnews.ge
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 4–ჯერ შემცირდა

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 4–ჯერ შემცირდა

20/07/2020 08:51:38 მსოფლიო

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 4–ჯერ შემცირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 104 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 415.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 650 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 34 981 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23 502 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 609 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 657 000–ს გადააჭარბა, 8 744 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1039-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S