საქართველოში COVID-19–ის 162 აქტიური შემთხვევაა
20/07/2020 08:06:28 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, ხოლო შვიდი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს წარმოადგენს.
ეზუგბაიას განმარტებით, შემოტანილი შემთხვევებიდან ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში იყო 1028 დადასტურებული შემთხვევა, დღე-ღამეში დაგვემატა 11 ახალი შემთხვევა და ახლა გახლავთ 139 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული იყო 899 და ამჟამად არის 900. 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი შემთხვევა, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, დანარჩენილი შვიდი კი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. უმეტესობა მათგანი საკარანტინო სივრციდანაა, ნაწილი კი დადასტურებულია ადგილზე, ანუ ბინაზე“,- განაცხადა ეგუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, კოვიდ-ცენტრებში 162 პაციენტი მკურნალობს.


