Accentnews.ge
ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20/07/2020 07:02:50 საზოგადოება

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა იმპორტირებულია, „კოვიდ-19“ სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა.

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სულ რვა პაციენტი იმყოფება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1039-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S