ირანმა ისრაელისა და აშშ–ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯა
20/07/2020 06:04:03 მსოფლიო
ირანმა ისრაელისა და აშშ–ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯა.
ივნისში ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მაჰმუდ მოსავი მაჯდიმ, რომელიც სამართალდამცავებმა 2018 წელს დააკავეს, აშშ-სა და ისრაელს ირანის რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაურის ყასემ სულეიმანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, მათივე განმარტებით, ეს საქმე სულეიმანის მკვლელობას არ უკავშირდებოდა.


