არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე პირველ მისიას აგზავნის
20/07/2020 05:30:43 მსოფლიო
არაბთა გაერთიანებულმა საამიროები მარსზე პირველ მისიას აგზავნის. ისტორიული მისიის მთავარი მიზანი მარსის ამინდისა და კლიმატის უკეთ შესწავლაა.
არაბმა მეცნიერებმა მარსის მისიისთვის ხომალდი წარმატებით გაუშვეს. ხომალდი იაპონიიდან გაფრინდა.
მისია „იმედი” წითელი პლანეტის ორბიტაზე 2021 წელს უნდა მიაღწევს და გათვლილია, რომ მისი ჩასვლა გაერთიანებული საემიროების შექმნის 50 წლის თავს უნდა დაემთხვეს.
გაერთიანებული საამიროების ეს მისია ამ თვეში მარსის სამი მისიიდან ერთ-ერთია. შეერთებული შტატები და ჩინეთი ასევე ემზადებიან მარსის „როვერების” გასაგზავნად და როგორც BBC იუწყება, მომზადების ბოლო ეტაპზე არიან.


