Accentnews.ge
ბარათაშვილი: „გელათში წყალი ისევ ჩადის!“

ბარათაშვილი: „გელათში წყალი ისევ ჩადის!“

19/07/2020 13:16:14 საზოგადოება

„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში გელათის შესახებ მორიგ ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ტაძარს სახელდახელო გადახურვამ არ უშველა და წყალი ისევ ჩადის.

„ისევ მოვედი, რომ მენახა ჟონავს თუ არა წყალი ტაძარში და აქ კარგად ჩას გაჟღენთილი კედელი გუშინწინდელი წვიმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ პრობლემა აღარ არსებობს, ფაქტი სახეზეა - კედელი სველია, ბათქაში ისევ ჩამოცვენილია“, - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი - ღვთისმშობლის შობის - ტაძრის სახურავი (ტაძარი გასულ წელს მოჭიქული კრამიტით გადაიხურა) შეიცვლება.

მან ისიც დაადასტურა, რომ კრამიტის ნაწილი უხარისხოა, თუმცა, მისი შეფასებით, ტაძრის ფრესკები ამ მიზეზით არ დაზიანებულა.

ტაძრის მომსახურე პერსონალმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მონასტრის ცენტრალურ ტაძარში წყალი სახურავის გამოცვლის დროს რამდენჯერმე ჩავიდა, რამაც ჭერი და კედლები დააზიანა და, შესაბამისად, დაზიანდა ფრესკების ნაწილიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S