Accentnews.ge
სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ

19/07/2020 13:05:02 საზოგადოება

21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 40 გრადუსი, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება: დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S