საქართველოში COVID-19 კიდევ 10 პირს დაუდასტურდა
19/07/2020 06:10:27 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ირკვევა, რომ ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ექვსი ინფიცირებულთან კონტაქტი.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1028 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 899 გამოჯანმრთელდა – ოთხი ბოლო 24 საათში, ხოლო ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ამ დრომდე COVID-19-ს 15 პაციენტი ემსხვერპლა.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 5627 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 228.


