საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ორის ინფიცირების წყარო უცნობია
18/07/2020 07:01:24 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 895-ს შეადგენს.
სამი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი არის იმპორტირებული, რომელთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ორის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია, -ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში 5497 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ამ დრომდე კოვიდს 15 პაციენტი ემსხვერპლა.


