კიევის ერთ-ერთ მეტროს სადგურთან აფეთქება მოხდა
17/07/2020 19:10:11 მსოფლიო
კიევის ერთ-ერთ მეტროს სადგურთან აფეთქება მოხდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს სადგურ „შულიავსკაიას“ შესასვლელთან, ნაგვის ურნაში ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


