თბილისში ძაღლის მიერ დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
17/07/2020 16:55:17 საზოგადოება
თბილისში ძაღლის მიერ დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ქალს კბენის შედეგად აქვს მიყენებული ჭრილობები თავისა და სახის მიდამოში. მას ოპერაცია ყბა-სახის ქირურგებმა ჩაუტარეს. ასევე აქვს მუცლის ჭრილობაც, თუმცა მუცლის ღრუს არაა დაზიანებული. დაზიანების გარეშე. ორივე კიდურზე აქვს ჭრილობა მიყენებული“,- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
არსებული ინფორმაციით, ძაღლი 67 წლის ქალს გუშინ, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თავს დაესხა.


