Accentnews.ge
"თურქეთი არასოდეს მიატოვებს მოძმე აზერბაიჯანს"

"თურქეთი არასოდეს მიატოვებს მოძმე აზერბაიჯანს"

17/07/2020 12:45:03 მსოფლიო

"თურქეთი არასოდეს მიატოვებს მოძმე აზერბაიჯანს", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის ინტერესების დაცვას.

„ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. აზერბაიჯანის მიწები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. სომხეთი მუდმივად ბომბავს აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფება აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ორივე მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის მსხვერპლი გაცილებით დიდია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S