Accentnews.ge
ნახევარფაბრიკატები, რომელთა შემცველობა ეტიკეტებზე მითითებულ ინფორმაციას არ შეესაბამებოდა

ნახევარფაბრიკატები, რომელთა შემცველობა ეტიკეტებზე მითითებულ ინფორმაციას არ შეესაბამებოდა

16/07/2020 19:24:17 საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ნახევარფაბრიკატებს ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, 40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab”) გამოიკვლიეს.

ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად 9 ნიმუშში აღმოჩნდა ფრინველის ხორცი, თუმცა ეტიკეტზე აღნიშნულის შესახებ მითითებული არ იყო. სახეობრივი კვლევა ჩატარდა ცხენის/ვირის ხორცზეც, შედეგად, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

ნახევარფაბრიკატები, რომელთა შემცველობა ეტიკეტებზე მითითებულ ინფორმაციას არ შეესაბამებოდა:

  • შპს „თავადური 2014“ – „კატლეტი გაყინული“; „გუფთა გაყინული“;
  • შპს „ექსტრა მითი“ – „სოსისი საბავშვო“;
  • შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ – „სოსისი საქონლის ვაკე“;
  • შპს „ოს გრუპი“ – „პილმენი გაყინული“;
  • შპს „ნიკორა“ – „ხინკალი სამეფო“; „სოსისი ივერია“;
  • შპს „ფასანაური 2010“ – „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის“;
  • შპს „ხახაბო“ – „გაყინული ხინკალი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S