უცხო ენის გამოცდაზე მისულ რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა
17/07/2020 08:47:11 საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დილის სესიაზე მისულ რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
„რაც შეეხება დილის სესიას, დღეს დაიწყო უცხო ენების გამოცდა. გამოცხადდა აბიტურიენტების 93% საბედნიეროდ არ გვაქვს არც ერთი დაგვიანება. ასე, რომ მეორე სესიასეც მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომ არ დააგვიანონ და დაგვიანების გამო არ გამოეთიშონ საგამოცდო პროცესს. სიცხე დაუფიქსირდა რამდენიმე აბიტურიენტს და ისინი არიან განთავსებული სარეზერვო სექტორში“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.


