საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 148–მდე გაიზარდა
17/07/2020 08:07:00 საზოგადოება
ბოლოს 24 საათში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი ცნობით, ინფიცირებულთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, დანარჩენი კი, საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებში ამ დროისთვის 148 პაციენტი მკურნალობს, მათგან 38 სამხედრო მოსამსახურეა. რომლებიც ავღანეთიდან ჩამოიყვანეს და ისინი ამჟამად გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
„მათი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 885 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.


