Accentnews.ge
ახალ სასწავლო წელს სწავლება შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს

ახალ სასწავლო წელს სწავლება შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს

17/07/2020 07:53:33 საზოგადოება

შერეული მეთოდით სწავლება, მაგალითად დღეგამოშვებით გაყოფილი კლასები და მეორე ნახევრის ონლაინრეჟიმში სწავლება, არის საშუალება, რომლითაც სკოლებმა შესაძლოა, ფუნქცია დაიბრუნონ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, დისტანცირება და კლასებში პირადი ჰიგიენის დაცვა იქნება საშუალება, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება:

„იმის თქმა, რომ ჩვენთან შემთხვევები არ იქნება რა თქმა უნდა, არასერიოზული განცხადება იქნება, რადგან ჩვენ გარშემო ქვეყნები რა დღეში არიან, კარგად ვხედავთ. ჩვენთან არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ, უნდა დავიცვათ რეგულაციები“.

განახლება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ მომავალ სასწავლო წელს სწავლება შერეული მოდელით დაიწყოს.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად, ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება. ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინ კლასები, არის გარკვეული უნარ-ჩვევა, რომლის განვითარებაც ონლაინ სწავლებით შესაძლებელი არ არის და ამას სჭირდება საკლასო პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია ონლაინ მეთოდის გამოყენება, უნდა იქნეს ეს გამოყენებული, ეს არის ზოგადი რეკომენდაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრმა 16 ივლისს განაცხადა, რომ არსებული ეპიდვიტარება სწავლის განახლების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა გადაწყვეტილებები შემოდგომაზე ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S