ყარაჯალაში COVID-19–ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
17/07/2020 07:09:45 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორი რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა.
ირკვევა, რომ ერთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში მცხოვრები კოვიდით ინფიცირებული ქალის კონტაქტია, ხოლო მეორე – ასაკოვანი მამაკაცია ყარაჯალარიდან არის.
ცნობისთვის: ყარაჯალაში კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ 10 თვის ჩვილს დაუდასტურდა, თუმცა რამდენადაც ცნობილია, მისი ინფიცირების წყარო მიკვლეული არაა. ბავშვის ოჯახის წევრებს ვირუსი ამ დროისთვის არ უდასტურდებათ.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 885 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.


