Accentnews.ge
ირანში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ირანში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

17/07/2020 06:34:55 მსოფლიო

ირანის ქალაქ ბეჰბაჰანში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

როგორც „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

„ხალხი გაბრაზებულია. ეკონომიკა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ გადარჩენა შეუძლებელია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „როიტერთან“.

ირანის მართლმსაჯულების სისტემამ 14 ივლისს გასული წლის მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების სამ მონაწილეს სიკვდილით დასჯა განუსაზღვრა. ბეჰბაჰანში საპროტესტო აქცია სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ დაიწყო.

არაოფიციალური მონაცემით, გასული წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ოფიციალურით –225.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S