Accentnews.ge
საქართველოში სამკურნალოდ COVID-19–ით ინფიცირებული კიდევ 10 პაციენტი გადმოიყვანეს

საქართველოში სამკურნალოდ COVID-19–ით ინფიცირებული კიდევ 10 პაციენტი გადმოიყვანეს

17/07/2020 06:04:47 საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული და საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილ მოქალაქეთა რაოდენობა 41–მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოში ავღანეთიდან გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ. სამთავრობო ვეგ–გვერდის მონაცემებით, ქვეყანაში კიდევ საქართველოს 10 მოქალაქე გადმოიყვანეს სამკურნალოდ.

განახლება

ირკვევა, რომ აღნიშნული პირები ქართველი სამხედროები არიან.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 885 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S