Accentnews.ge
რომი-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

რომი-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

17/07/2020 05:53:13 საზოგადოება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეციალურ ფრენას იტალიის მიმართულებით ასრულებს. დღეს სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავი რომის მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება.

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 -დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S