ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 77 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა
17/07/2020 05:41:31 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აშშ-ში Covid-19–ის 77 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში. აშშ-ის შტატების უმეტესობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 141 118 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 3 695 025 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 592 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 950 000–ს გადააჭარბა, 8 285 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1006-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 883 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


