ბრაზილიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა
17/07/2020 05:34:16 მსოფლიო
ბრაზილიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 45 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში Covid-19-მა 76 822 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 014 738 შემთხვევა,
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 592 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 950 000–ს გადააჭარბა, 8 285 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1006-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 883 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


