რუსეთს COVID-19-ის საცდელი ვაქცინის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებენ
16/07/2020 19:48:14 მსოფლიო
ბრიტანეთი, კანადა და აშშ რუსეთს კორონავირუსის საცდელი ვაქცინისა და ვირუსული ინფექციის მკურნალობის შესახებ მსოფლიოს აკადემიურ და ფარმაცევტულ ინსტიტუტებში ჩატარებული გამოკვლევის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ბრიტანეთის ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ცენტრის (NCSC) 16 ივლისის განცხადების თანახმად, ჰაკერთა ჯგუფმა APT29-, რომელიც Dukes-სა და Cozy Bear-ის სახელითაც არის ცნობილი, მიზანში ამოიღო სამ ქვეყანაში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ COVID-19-ის საცდელი ვაქცინის შემუშავებაში.
Cozy Bear – ერთ-ერთია რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული იმ ორი ჰაკერული ჯგუფიდან, რომელმაც, ექსპერტების თქმით, მოიპოვა წვდომა ნაციონალური დემოკრატიული კომიტეტის (აშშ-ის დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელი ორგანოს) შიდა სისტემაზე აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
CNN-ის თანახმად, ჰაკერული ჯგუფის მიზანს წარმოადგენს იმ სამი ქვეყნის სამედიცინო ლაბორატორიები, რომლებიც კორონავირუსის საცელ ვაქცინაზე და მკურნალობის მეთოდოლოგიაზე მუშაობენ.


