Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ ლიდერების რეიტინგები – Edison Research–ის კვლევა

„ქართული ოცნების“ ლიდერების რეიტინგები – Edison Research–ის კვლევა

16/07/2020 18:15:54 პოლიტიკა, საზოგადოება

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოქალაქეების მეტი წილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას აფასებს დადებითად, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.

კვლევის თანახმად, მმართველი გუნდის პოლიტიკური ლიდერების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გახარია - 65% პოზიტიური; 35% ნეგატიური;
  • კახა კალაძე - 55% პოზიტიური; 45% ნეგატიური;
  • ბიძინა ივანიშვილი - 48% პოზიტიური; 52% ნეგატიური;
  • ირაკლი ღარიბაშვილი - 45% პოზიტიური; 55% ნეგატიური;
  • არჩილ თალაკვაძე - 37% პოზიტიური; 63% ნეგატიური;
  • ირაკლი კობახიძე - 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S