რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების მიმართ – Edison Research–ის კვლევა
16/07/2020 17:12:30 პოლიტიკა, საზოგადოება
Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში პარტიების მიმართ მოქალაქეების განწყობა გამოიკვლია. პასუხები კითხვაზე, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ პარტიის მიმართ, შემდეგნაირად ნაწილდება:
- ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი) - 36% პოზიტიური; 64% ნეგატიური;
- ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 35% პოზიტიური; 65% ნეგატიური;
- ლეიბორისტული პარტია - 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;
- ქართული ოცნება - 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;
- მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 32% პოზიტიური; 68% ნეგატიური;
- ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - 29% პოზიტიური; 71% ნეგატიური;
- პატრიოტთა ალიანსი - 29% პოზიტიური; 71% ნეგატიური;
- ლელო - 27% პოზიტიური; 73% ნეგატიური;
- გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 23% პოზიტიური; 77% ნეგატიური;
- თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 21% პოზიტიური; 79% ნეგატიური;
- დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 21% პოზიტიური; 79% ნეგატიური;
- რესპუბლიკური პარტია - 19% პოზიტიური; 81% ნეგატიური;
- სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 17% პოზიტიური; 83% ნეგატიური;
- გირჩი - 15% პოზიტიური; 85% ნეგატიური;
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


