Accentnews.ge
ლონდონი: "რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციის მოპარვა სცადეს"

ლონდონი: "რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციის მოპარვა სცადეს"

16/07/2020 14:15:43 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ჰაკერების ჯგუფმა „APT29" ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციის მოპარვა სცადეს. მათ შეტევა განახორციელეს ვაქცინაზე მომუშავე ამერიკულ, ბრიტანულ და კანადურ ორგანიზაციებზე, – იუწყება "The Guardian".

გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ცენტრში არ აცხადებენ იყო თუ არა წარმატებული თავდასხმა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მომხდარის გამო მუშაობას ხელი არ შეშლია.

კიბერუსაფრთხოების ცენტრის ოპერაციების დირექტორის, პოლ ჩიჩესტერის თქმით, ლონდონი „გმობს ამ საზარელ თავდასხმას მათზე, ვინც აკეთებს უმნიშვნელოვანეს სამუშაოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S