Accentnews.ge
WEG - სემეკ-ის კანონპროექტზე: "შეჩერდეს დაჩქარებული წესით განხილვა"

WEG - სემეკ-ის კანონპროექტზე: "შეჩერდეს დაჩქარებული წესით განხილვა"

16/07/2020 12:30:00 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) მოითხოვს, პარლამენტმა შეაჩეროს "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა, სანამ კანონპროექტის მარეგულირებელი გავლენის შეფასება არ მომხადდება.

ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის განცხადებით, "კანონპროექტი სემეკ-ს ანიჭებს ჩამოუყალიბებელ და ბუნდოვან უფლებამოსილებას მისთვის უცხო, კორპორატიული სამართლის სფეროში, რაც სცილდება ლიცენზირების და რეგულირების მიღებულ ფარგლებს".

“კანონპროექტის ტექსტში, განმარტებით ბარათში და განხილვის პროცესში არ არის მოყვანილი დამაჯერებელი არგუმენტები ცვლილების რეალური მიზნის, შემოთავაზებული ინსტრუმენტების ადეკვატურობის და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში პრობლემის მოგვარების შეუძლებლობის შესახებ. ცვლილების შემოთავაზებული ფორმით მიღება ზიანს აყენებს ენერგეტიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს საფუძვლებს -სტრატეგიულ გრძელვადიან ხედვას, მარეგულირებლის დამოუკიდებლობას და კანონმდებლობის სტაბილურობას. კერძოდ:სტრატეგიული პრინციპების და პოლიტიკის შემუშავების ნაცვლად, სექტორში მფლობელობის რისკების დარეგულირება გადაეცემა სემეკს კერძო დისკრეციაში.სახელმძღვანელო პრინციპების გარეშე კომისია დაუცველი ხდება სუბიექტურობის, პოლიტიკური ან კორუფციული ზეწოლებისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი დამოუკიდებლობის რისკებს;ნაჩქარევი და დამაზიანებელი ცვლილებებით ირღვევა ახლად მიღებული ევროპული კანონმდებლობის სტაბილურობა.ამის საფუძველზე ორგანიზაცია ითხოვს შეჩერდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მოიძებნოს პრობლემების გადაწყვეტის სხვა დროებითი მექანიზმები. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდეს მისი სათანადო მომზადების და მარეგულირებელი გავლენის შეფასების შემდეგ", - ნათქვამია WEG-ს განცხადებაში..

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S