Edison Research: გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
16/07/2020 08:04:50 საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის გამოკითხული ნაწილის 71% ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, კიდევ 23% კი კი ამ საკითხს ალბათობის ქვეშ აყენებს და ფიქრობს, რომ „ალბათ მიიღებს“,– ამის შესახებ ნათქვამია Edison Research–ისსაზოგადოებრივი აზრის კვლევის ანგარიშში, რომელიც კომპანიამ "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 2%–ს გადაწყვეტილი აქვს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58%-ის აზრით, ქვეყანა ზოგადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 42%–ს კი ამ კითხვაზე დადებითი პასუხი აქვს.
ამასთან, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ მომავალ 12 თვეში ცხოვრება იგივე იქნება, 32% აზრით – უკეთესი, 25%-ის - უარესი.
ტელეკომპანიის ცნობით, გამოკითხვა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკიხა საქართველოში მცხოვები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


