სომხეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 600–ს გადააჭარბა
16/07/2020 08:04:27 მსოფლიო
სომხეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 600–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 15 ადამიანი დაიღუპა და 554 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 607 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 33 559 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21 931 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 587 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 700 000–ს გადააჭარბა, 8 167 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1006-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 883 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


