Accentnews.ge
ირაკლი რუხაძე: "90იანი წლებიდან პირველადაა, რომ ასე ღიად და ეფექტურად დაახლოვდა სახელმწიფოს და ბიზნესის ინტერესები"

ირაკლი რუხაძე: "90იანი წლებიდან პირველადაა, რომ ასე ღიად და ეფექტურად დაახლოვდა სახელმწიფოს და ბიზნესის ინტერესები"

16/07/2020 07:19:38 საზოგადოება

კომპანია „მაგთიკომის“ წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ 90იანი წლების შემდეგ ბიზნესი და სახელმწიფოს პოზიცია ისე არასდროს დაახლოებულა, როგორც “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვების დროს.

ირაკლი რუხაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების მეორე მოსმენისას რომან კაკულიას ღია და ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ასე ეფექტურად ვიმუშავეთ. მე 90იანი წლებიდან ბიზნეს საქმიანობას ვეწევი საქართველოში და პირველადაა, რომ ასე ღიად და ეფექტურად მოახერხეთ, რომ დაგეახლოებინათ სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ინტერესები. მადლობა ამისთვის.“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S