Accentnews.ge
რიგ პირებზე კომპენსაციები შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიცეს

რიგ პირებზე კომპენსაციები შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიცეს

16/07/2020 07:04:22 საზოგადოება

პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო დავალება, გადახედოს სოციალურ ჯუფებს, რომლებმაც უკვე მიიღეს დახმარება და აუცილებლობის შემთხვევაში, მოიზიდოს თანხები კიდევ ერთხელ დასახმარებლად.

„ფინანსთა მინისტრს აქვს დავალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც სოციალური დახმარება გავუწიეთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სიას, ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. მიუხედავად ყველა იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რონელსაც ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ჩვენს ეკონომიკაზე ზემოქმედება როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამიტომ ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ“,– განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ცნობისთვის: სახელმწიფო პანდემიის პირობებში თვითდასაქმებულებზე ერთჯერად 300–ლარიან დახმარებას გასცემს, ხოლო მათზე, რომელთაც სამსახური დაკარგეს – 1 200.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S