რამდენიმე ცნობილი ადამიანის „ტვიტერის“ გვერდები ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა
16/07/2020 06:41:13 მსოფლიო
რამდენიმე ცნობილი ადამიანის – ბარაკ ობამას, ბილ გეიტსის, ილონ მასკისა და სხვა მილიარდერების „ტვიტერის" გვერდები ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ცნობილი ადამიანები კრიპტოვალუტის მეშვეობით შემოწირულობას ითხოვდნენ, სანაცვლოდ კი გადარიცხული თანხის გაორმაგებულ რაოდენობას ჰპირდებოდნენ. ინფორმაცია მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.
სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. იქამდე კი კიბერდანაშაულებების თავიდან ასაცილებლად „ტვიტერმა“ უსაფრთხოების არაერთი ზომა გაატარა.


