საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
16/07/2020 05:43:27 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაავადებისგან 10 პაციენტი განიკურნა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1006-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 883 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


