თურქეთში სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა
16/07/2020 05:39:05 მსოფლიო
თურქეთში სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც უსაფრთხოების სამსახურის 7 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ვანის პროვინციაში მოხდა, სადაც თვითმფრინავი მთას შეეჯახა. დაღუპულთა შორის 2 მფრინავია. კატასტროფის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.


