Accentnews.ge
ესპანეთში 22 მაისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში 22 მაისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

15/07/2020 17:23:25 მსოფლიო

ესპანეთში 22 მაისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 390 ადამიანი დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში Covid-19-მა 28 413 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 257 494 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 581 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 460 000–ს გადააჭარბა, 7 856 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1004-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S