Accentnews.ge
სომხეთის გამანადგურებლებმა საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს (ვიდეო)

სომხეთის გამანადგურებლებმა საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს (ვიდეო)

15/07/2020 14:15:35 მსოფლიო

სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა Сy-30–ებმა „საბრძოლო მორიგეობა“ დაიწყეს,– იუწყება სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„გამანადგურებლები გამოვიდნენ საბრძოლო მორიგეობაზე, რათა უზრუნველყონ სომხეთის საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობა“,– დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მორიგეობას მუდმივი ხასიათი ექნება.

ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად.

ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო. თუმცა, უკანასკნელი შეტაკებები მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც იშვიათია.

საერთაშორისო საზოგადოებამ მხარეებს თავშეკავებისკენ არაერთგზის მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S