Accentnews.ge
მედია  - რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირებენ

მედია  - რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირებენ

15/07/2020 12:12:03 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირებენ, – იუწყება აზერბაიჯანული მედია. ვერტმფრენები გიუმრის ბაზიდან აფრინდნენ.

მისივე ცნობით, რუსეთის ავიაციის პატრულირება თურქეთის ხელისუფლების განცხადებას უკავშირდება, რომელშიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში უარყოფენ და აცხადებენ, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირება არ ხორციელდება და ავიაცია დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს.

ცნობისთვის: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ცოცხალი ძალის დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S