საათობრივი პარკირებისთვის თანხა განისაზღვრა
15/07/2020 09:18:52 საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი დაუჯდებათ.
როგორც ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება, თუმცა, მათ 10 აგვისტოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა დაარეგისტრირონ.
„პეკინის გამზირზე განთავსდება მუნიციპალური პავილიონები, რაც მოსახლეობას დაეხმარება, დაარეგისტრირონ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც უფასო პარკირებით უნდა ისარგებლონ ფასიან ზონაში”, - განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის: პეკინზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება


