საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 000–ს გადააჭარბა
15/07/2020 08:16:15 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 214 993 ინფიცირებული, 5 402 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 25 113 ინფიცირებული, 319 გარდაცვლილი
- სომხეთი: 33 005 ინფიცირებული, 592 გარდაცვლილი
- რუსეთი: 746 369 ინფიცირებული, 11 770 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 581 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 460 000–ს გადააჭარბა, 7 856 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1003-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


