სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა
15/07/2020 07:43:22 მსოფლიო
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 515 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 339.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 592 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 33 005 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21 348 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 581 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 460 000–ს გადააჭარბა, 7 856 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1003-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


