Accentnews.ge
ახალი პაციენტებიდან ერთის COVID-19–ით ინფიცირების წყარო უცნობია

ახალი პაციენტებიდან ერთის COVID-19–ით ინფიცირების წყარო უცნობია

15/07/2020 07:15:31 საზოგადოება

ახალი ოთხი პაციენტიდან ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არაა,– აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

მას COVID-19 თბილისში დაუდასტურდა.

„მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა და ალბათ, ინფიცირების წყაროც ცნობილი გახდება“,– განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ მანამდე თითქმის ყველა პაციენტის ინფიცირების წყარო მიკვლეულ იქნა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ შემთხვევას, ეზუგბაიას ცნობით, ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთს ახალი ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა.

ცნობისთვის: 15 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1003 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 873 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში 143 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S