"პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ სახალხო დამცველს მიმართა, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან"
15/07/2020 07:05:24 საზოგადოება
"პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან",- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის მიერ გაჟღერებულ პოზიციას ეხმიანება.
მისი თქმით, "ერთი შეხედვით ანომალიური ამბავი ნორმად მოგეჩვენებათ, როცა გავიხსენებთ, რომ ოპოზიცია და მისი მედია დაკომპლექტებულია საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე კაცთმოძულე და სახიფათო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით":
"პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან. ერთი შეხედვით, საოცარი, ანომალიური ამბავია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია და მისი მედია, სრული შემადგენლობით, დაკომპლექტებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ადამიანის მოძულე პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ანომალია ნორმად მოგეჩვენებათ”.


