აშშ–ში covid-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებლი დაფიქსირდა
15/07/2020 06:00:27 მსოფლიო
აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 67 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 900 ინფიცირებული,– იუწყება CNN ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აშშ–ისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3 431 574 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 136 466-s მიაღწია.
ცნობისათვის: როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.


