Accentnews.ge
"აია–სოფიას მუზეუმად გადაკეთება შეცდომა იყო, რომელსაც ახლა ვასწორებთ"

"აია–სოფიას მუზეუმად გადაკეთება შეცდომა იყო, რომელსაც ახლა ვასწორებთ"

15/07/2020 05:57:00 მსოფლიო

"აია–სოფიას მუზეუმად გადაკეთება შეცდომა იყო, რომელსაც ახლა ვასწორებთ", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა. საუკუნეების განმავლობაში აია–სოფიას უვლიდნენ, აფართოებდნენ, უფრო ალამაზებდნენ. დაე, ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, მისი კულტურული ფასეულობის შენახვას“, - განაცხადა ერდოღანმა.

11 ივნისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია–სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად, აია–სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთისა და კონტანტინოპოლის პარიარქებმა, მსოფლიოს სხვადსხვა ლიდერებმა დაგმეს.

ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S