საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა
15/07/2020 05:42:46 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ვირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაავადებისგან 3 პაციენტი განიკურნა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1003-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


