ისრაელში ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამართული აქცია დაკავებებით დასრულდა (ვიდეო)
15/07/2020 05:08:51 მსოფლიო
ისრაელში ქვეყნის პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგ გამართული აქცია დაკავებებით დასრულდა. პრემიერის რეზიდენციასთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდა.
საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები და ქალაქის ცენტრში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებული აქციის 50 მონაწილე. ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობისას დაშავდა ერთი სამართალდამცველი.
აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში არაფექტურია. ამასთან, დემონსტრანტები ნეთანიაჰუს მის წინააღმდეგ აღძრული მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამო აკრიტიკებდნენ.


