უცხოელი სტუდენტების ნაწილს შეერთებულ შტატებს იძულებით აღარ დაატოვებინებენ
15/07/2020 04:49:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ქვეყანაში მყოფ უცხოელ სტუდენტებს აშშ-ის დატოვებას იმ შემთხვევაში ავალდებულებდა, თუ ისინი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდოდნენ.
აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ბევრი სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლების მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებოდათ. იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ წესს არ დაიცავდნენ, დეპორტაცია დაემუქრებოდათ. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო რადენიმე სასავლო დაწესებულებამ, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.


