Accentnews.ge
"ჩვენ განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, შენახვას"

"ჩვენ განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, შენახვას"

14/07/2020 17:56:50 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 1934 წელს "დაშვებული ისტორიული შეცდომა გამოასწორა, როდესაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა".

„ჩვენ აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერდოღანმა.

მისი თქმით, აია-სოფიას მეჩეთად გადაიქცა არა ტაძრიდან, არამედ მუზეუმიდან:

„ფათიხის დროს ის მიღებული იყო დანგრეული სახით, შემდეგ კი ჩვენ გადავაქციეთ განძად. საუკუნეების განმავლობაში მას უვლიდნენ, აფართოებდნენ, უფრო ალამაზებდნენ. დაე, ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ აია-სოფიას როგორც განძის, მისი კულტურული ფასეულობის შენახვას“.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთის მთავრობა ატარებს ეკლესიებისა და სინაგოგების რესტავრაციას და არ აქვს მტრობა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან.

ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S