ევროკავშირი "უსაფრთხო ქვეყნების" სიიდან ორ ქვეყანას ამოიღებს
14/07/2020 15:11:30 მსოფლიო
ევროპის კავშირი იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ნებადართულია კავშირში არაარსებითი დანიშნულების მოგზაურობა, სერბეთისა და მონტენეგროს ამოღებას აპირებს,– იუწყება „როიტერი“.
მისივე ცნობით, „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ორი ქვეყნის ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება წუხელ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის – გერმანიის ინიციატივით მიიღეს.
„უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში რჩებიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
წინასწარი ინფორმაციით, სიის შესახებ ოფიციალური განცხადება კვირის ბოლოს გაკეთდება.
ცნობისთვის: სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება. მთავარი კრიტერიუმია, რომ კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული ვითარება არ უნდა იყოს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უარესი.


